Thursday, March 12, 2015

დღე მეცხრე

     დღე დაიწყო ხარვეზების გასწორებით პორტფოლიოში, შემდეგ  წარმოვადგინეთ პროექტების პრეზენტაცია, რომელიც ძალიან საინტერესო იყო.
     უდავოდ, ამ ტრენინგის კურსს ("პროექტებით სწავლება" )  უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ეს დამეხმარება განვახორციელო პროექტები, რომელიც  ხელსშეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლისადემი ინტერესს, რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენერს, ბატონ გიორგი არავიაშვილს და ასევე, ტრენინგში მონაწილე  217- ე სკოლის მასწავლებლებს  სასიამოვნო  ურთიერთთანამშრომლობისთვის.

Wednesday, March 11, 2015

დღე მერვე


     დღე ძალიან აქტიური  და მრავლისმომცველი  იყო. განვიხილეთ დავალებები - მასწავლებლის პრეზენტაცია და სასწავლო პროექტის გეგმის ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა დიფერენცირებულ სწავლებას.  
გავიხსენეთ  drive-დან  ბლოგზე ან სხვა სოციალურ ქსელში დოკუმენტის (საქაღალდის) გაზიარება, ვისწავლეთ რამდენიმე ფაილის ერთად კოპირება და ჩასმა.
  შევისწავლეთ youtobe-დან ვიდეოს განთავსება ბლოგზე, ასევე ჩვენ მიერ გადაღებული ვიდეოს განთავსება ბლოგზე ან youtobe-ზე. სასწავლო პროცესში ამ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ.
    ბოლო ტრენინგისათვის უნდა გადავხედოთ  ყველა დავალებას, რომელიც უნდა  განვათავსოთ ბლოგზე არსებული პორტფოლიოს საქაღალდეებში და მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის

Friday, March 6, 2015

დღე მეშვიდე


               დღე დავალებ განხილვით დაიწყეთ. წარმოვადგინეთ ჩვენ  მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები. ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში 'შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი  და  საბაზისო უნარ-ჩვევები. შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა, ასევე Drive-ზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე ანთავსება,   დრაივზე  არსებულ საქაღალდეებში დოკუმენტების შეტანა,როგორც სხვადასხვა საქაღალდეებიდან, ასევე პირადი მეილიდან. შემდგომში  ყველა დავალებას მოვათავსებთ ჩვენ მიერ შექმნილ პორტფოლიოში.
                სახელმძღვანელოში უნდა წავიკითხოთ  მე- 6 და მე-7 მოდულები და მისი დახმარებით შევავსოთ პროექტის გეგმაში  დიფერენცირებული სწავლების ნაწილი და დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Wednesday, March 4, 2015

დღე მეექვსე


დღე  ჩვეულებისამებრ, დავალებების შემოწმებით დაიწყო.  წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები და ჩეკლისტი, ასევე შეფასების კრიტერიუმები, რომელიც უნდა დავასრულო.
ვისწავლეთ Google-Drive-ის, როგორც ელექტრონული მეხსიერების მოხმარება. შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსთვის და დავარქვით სახელები. განვათავსეთ მასში ელექტრონული ფორმის ტესტირებისთვის „ვმვ“ სტრატეგიის კითხვები.
დავალება: დასამუშავებელი მაქვს სასწავლო პროცედურები, პრეზენტაციისა და კოლაბორაციული რუბრიკები.
დღე  საკმაოდ საინტერესო იყო და ასევე სიახლით გამოირჩეოდა.