Friday, February 27, 2015

დღე მეხუთე

დღე დაიწყო  დავალებების განხილვით, შემდეგ  გავეცანით, როგორ გავაკეთოთ კომენტარი  ბლოგზე, რაც განვახორციელეთ კოლეგების ბლოგებზე. ბ-ნი გიორგი გვესაუბრა ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვასა და მის ნიშნებზე. განვიხილეთ მე-4 მოდული -სასწავლო ნიმუშების შექმნა და დავათვალიერეთ  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.
დავალება: უნდა გავაკეთო თემასთან მორგებული ჩეკლისტი რითაც უნდა იხელმძღვანელონ მოსწავლეებმა  (ერთ-ერთმა ჯგუფმა) და შევქმნა ბროშურა ან გავაკეთო პრეზენტაცია . ეს იქნება სავარაუდო ნამუშევარი რომელიც მინდა მოსწავლეებისაგან მივიღო.

Wednesday, February 25, 2015

დღე მეოთხე

დღეს განვიხილეთ დაწვრილებით შეფასების რუბრიკები და სტრატეგიები ცხრილში როგორ უნდა გაგვენაწილებინა. ვისწავლე, ბლოგზე გვერდების დამატება და თანმიმდევრობის შეცვლა. დავიწყე ბროშურის ელექტრო-ვერსიის შექმნა, ასევე Power Point-ში პრეზენტაციის გაკეთება.
დღე ძალიან დატვირთული იყო. სურათიც   ნელ-ნელა იცვლება და სამუშაოს პრინციპი უფრო ნათელი ხდება.

Thursday, February 19, 2015

დღე მესამე

დღევანდელი დღე საინტერესო და აქტიური იყო. ვისწავლე ბლოგის დიზაინის დამუშავება, გავეცანი შესაბამის ინსტრუმენტებს.  ბროშურის შაბლონებს, რომელიც დამეხმარება ბროშურის შექმნაში.
 ჯგუფში დავამუშავეთ არჩეული თემის - ,,ტრადიციები, წეს-ჩვეულებანი და თამაშობანის"  შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი სახის კითხვები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დახმარებით. მადლობას ვუხდი ჯგუფის წევრებს.

შინაარსობრივი
ჩამოთვალეთ რომელ ტრადიციებს იცნობთ?
რომელმა წეს-ჩვეულებამ მოაღწია ჩვენამდე?
საიდან იღებს სათავეს წეს-ჩვეულებანი?
აღწერეთ სხვადასხვა თამაშობანი.
აღწერეთ ტრადიციის ერთ-ერთი სახე.

თემატური
არის თუ არა ტრადიცია ეროვნულობისა და სულიერების ნიშანი?
რამდენად შეიცვალა ტრადიციამ, წეს-ჩვეულებამ სახე?
რისი გაკეთება შეიძლება ტრადიციების გადასარჩენად?
რატომ გვჭირდება მისი შენარჩუნება?
რით არის საქართველი განსაკუთრებული?

ზოგადი
 რა გავლენას ახდენს წარსული მომავალსა და პიროვნებაზე?
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი წარსულის ცოდნა?
რატომ ჭრი იმ ტოტს რომელზეც ზიხარ?

ბ-ნ: გიორგის დავეთანხმები და ბოლო კითხვას გავიტან ზოგადში.
ასევე განვიხილეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდი. მივიღე დავალება, რომელიც მომდევნო ტრენინგისთვის უნდა შევასრულო. ბროშურაზეც მომიწევს მუშაობა, ასე რომ ნელ-ნელა იმედია გავერკვევი.

Saturday, February 14, 2015

დღე მეორე

დღეს  განვიხილეთ შერჩეული თემები, მიზნები, 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევები და სტანდარტები, რომელიც შაბლონში გავწერეთ. გავეცანი ბროშურების შექმნის ფორმას.
შევქმენი ბლოგი, ეს ჩემთვის სიახლე იყო, რომელიც ძალიან მაინტერესებდა.

დღე პირველი

  სასიამოვნო იყო ტრენერთან,  ბ-ნ: გიორგისთან და 214-ე სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა. გავეცანი ინტელის პროექტის  შაბლონს, რომელიც იქნება სამუშაო ფორმა. ჩავიწერე ბლოგისა და საიტის  მისამართები, რომელიც დამეხმარება მუშაობაში. ავირჩიე თემა პროექტისთვის, ვიმედოვნებ შევძლებ განხორციელებას.