დღე დაიწყო ხარვეზების გასწორებით პორტფოლიოში, შემდეგ წარმოვადგინეთ პროექტების პრეზენტაცია, რომელიც ძალიან საინტერესო იყო.
უდავოდ, ამ ტრენინგის კურსს ("პროექტებით სწავლება" ) უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ეს დამეხმარება განვახორციელო პროექტები, რომელიც ხელსშეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლისადემი ინტერესს, რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენერს, ბატონ გიორგი არავიაშვილს და ასევე, ტრენინგში მონაწილე 217- ე სკოლის მასწავლებლებს სასიამოვნო ურთიერთთანამშრომლობისთვის.
ნანა ბებია
Thursday, March 12, 2015
Wednesday, March 11, 2015
დღე მერვე
დღე ძალიან აქტიური და მრავლისმომცველი
იყო. განვიხილეთ დავალებები - მასწავლებლის
პრეზენტაცია და სასწავლო პროექტის გეგმის ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა დიფერენცირებულ
სწავლებას.
გავიხსენეთ drive-დან ბლოგზე
ან
სხვა
სოციალურ
ქსელში
დოკუმენტის
(საქაღალდის)
გაზიარება,
ვისწავლეთ
რამდენიმე
ფაილის
ერთად
კოპირება
და
ჩასმა.
შევისწავლეთ
youtobe-დან
ვიდეოს
განთავსება
ბლოგზე,
ასევე
ჩვენ
მიერ
გადაღებული
ვიდეოს
განთავსება
ბლოგზე
ან
youtobe-ზე. სასწავლო პროცესში ამ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ.
ბოლო ტრენინგისათვის უნდა გადავხედოთ ყველა დავალებას, რომელიც უნდა განვათავსოთ
ბლოგზე
არსებული
პორტფოლიოს
საქაღალდეებში
და
მოვემზადოთ
პრეზენტაციისათვის.
Saturday, March 7, 2015
Friday, March 6, 2015
დღე მეშვიდე
დღე დავალების განხილვით დავიწყეთ. წარმოვადგინეთ
ჩვენ მიერ შექმნილი
შეფასების
რუბრიკები
და
პრეზენტაციის
შეფასების
ჩეკლისტები.
ვისწავლეთ
როგორ
შევავსოთ
პროექტის
გეგმაში
'შეფასების
ინსტრუმენტების
მოკლე
მონახაზი
და საბაზისო
უნარ-ჩვევები.
შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა, ასევე Drive-ზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე განთავსება, დრაივზე არსებულ საქაღალდეებში დოკუმენტების შეტანა,როგორც
სხვადასხვა
საქაღალდეებიდან,
ასევე
პირადი
მეილიდან. შემდგომში
ყველა დავალებას მოვათავსებთ ჩვენ მიერ შექმნილ
პორტფოლიოში.
სახელმძღვანელოში
უნდა
წავიკითხოთ მე- 6 და მე-7
მოდულები და მისი დახმარებით
შევავსოთ
პროექტის
გეგმაში დიფერენცირებული სწავლების ნაწილი და დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
Wednesday, March 4, 2015
დღე მეექვსე
დღე ჩვეულებისამებრ,
დავალებების შემოწმებით დაიწყო. წარმოვადგინეთ
მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები და ჩეკლისტი, ასევე შეფასების კრიტერიუმები, რომელიც
უნდა დავასრულო.
ვისწავლეთ Google-Drive-ის, როგორც ელექტრონული მეხსიერების
მოხმარება. შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსთვის და დავარქვით სახელები. განვათავსეთ
მასში ელექტრონული ფორმის ტესტირებისთვის „ვმვ“ სტრატეგიის კითხვები.
დავალება: დასამუშავებელი მაქვს სასწავლო პროცედურები,
პრეზენტაციისა და კოლაბორაციული რუბრიკები.
დღე საკმაოდ საინტერესო იყო და ასევე სიახლით გამოირჩეოდა.Friday, February 27, 2015
დღე მეხუთე
დღე დაიწყო დავალებების განხილვით, შემდეგ გავეცანით, როგორ გავაკეთოთ კომენტარი ბლოგზე, რაც განვახორციელეთ კოლეგების ბლოგებზე. ბ-ნი გიორგი გვესაუბრა ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვასა და მის ნიშნებზე. განვიხილეთ მე-4 მოდული -სასწავლო ნიმუშების შექმნა და დავათვალიერეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.
დავალება: უნდა გავაკეთო თემასთან მორგებული ჩეკლისტი რითაც უნდა იხელმძღვანელონ მოსწავლეებმა (ერთ-ერთმა ჯგუფმა) და შევქმნა ბროშურა ან გავაკეთო პრეზენტაცია . ეს იქნება სავარაუდო ნამუშევარი რომელიც მინდა მოსწავლეებისაგან მივიღო.
დავალება: უნდა გავაკეთო თემასთან მორგებული ჩეკლისტი რითაც უნდა იხელმძღვანელონ მოსწავლეებმა (ერთ-ერთმა ჯგუფმა) და შევქმნა ბროშურა ან გავაკეთო პრეზენტაცია . ეს იქნება სავარაუდო ნამუშევარი რომელიც მინდა მოსწავლეებისაგან მივიღო.
Wednesday, February 25, 2015
დღე მეოთხე
დღეს განვიხილეთ დაწვრილებით შეფასების რუბრიკები და სტრატეგიები ცხრილში როგორ უნდა გაგვენაწილებინა. ვისწავლე, ბლოგზე გვერდების დამატება და თანმიმდევრობის შეცვლა. დავიწყე ბროშურის ელექტრო-ვერსიის შექმნა, ასევე Power Point-ში პრეზენტაციის გაკეთება.
დღე ძალიან დატვირთული იყო. სურათიც ნელ-ნელა იცვლება და სამუშაოს პრინციპი უფრო ნათელი ხდება.
დღე ძალიან დატვირთული იყო. სურათიც ნელ-ნელა იცვლება და სამუშაოს პრინციპი უფრო ნათელი ხდება.
Subscribe to:
Posts (Atom)